მნიშვნელობა/აქტუალობა-მოსწავლეები შეისწავლიან და შეძლებენ განასხვავონ წელიწადის დროები.ამინდსა და წელიწადის დროებს შორის დაამყარებენ კავშირს.
მიზნები და შედეგები-
-
ამინდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორების დასახელება
-
წელიწადის დროებსა და ამინდებს შორის კავშირის დადგენა
-
წელიწადის დროების სეზონების დახასიათება, თვეების ჩამოთვლა
-
წელიწადის დროების მიხვედით ბუნების იერსახის ცვლილების აღწერა
- მოსწავლეები სწავლობენ ფერთა შეხამებას.
მოსწავლე აღიქვამს წაკითხული ტექსტის შინაარსს,აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას,ახასიათებს და ადარებს სეზონურ მოვლენებს. საუბრობს მათ განსხვაებულ ნიშნებზე და აღწერს ცვლილებებს.აკეთებს ჩანახატებს.მოსწავლე გამოხატავს თავის განწყობას სხვადასხვა ამინდის მიმართ.
შეფასების საგანი და პროცედურები-დავაკვირდები მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.აქტიურ მოსწავლეებს შევაქებ.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ-მოსწავლეებმა იციან, რომ წელიწადის სხვადასხვა დროს ამინდი სხვადასხვანაირია.მათ შეუძლიათ დროების დასახელება და ამინდის დახასიათება
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რასურსია საჭირო-
მოსწავლისთვის:მე-2 კლასის სახელმძღვანელო:ბუნება 2 ავტ: გ.კვანტალიანი .კალამი,სახატავი ფურცელი, ფანქრები
.მასწავლებლისთვის: მასწავლებლის წიგნი,კომპიუტერი,1პროექტორი
. კომპიუტერული პროგრამები:MS Word, PowerPoint
სასწავლო პროექტის მსვლელობა-გაკვეთილზე გამოყენებულია 3 ფაზიანი სისტემა:
მოსწავლეებს ვთხოვ გაიხედონ ფანჯარაში და აღწერონ როგორი ამინდია დღეს.2 წთ.
შემდეგ (გონებრივი იერიშის მეთოდით) დამისახელონ როგორი შეიძლება იყოს ამინდი
წვიმიანი , მზიანი, მოღრუბლული, ცივი,თოვლიანი, ქარიანი, ყინვიანი, მშვიდი ,ნისლიანი.
ვსწავლობთ ახალ სიტყვებს:დარი-მზიანი,მშვიდი.ავდარი-წვიმიანი,მოღრუბლული,ქარიანი,ნისლიანი.(3წთ)
შინაარსის რეალიზება
სხვადასხვა მანძილზე იმყოფება,ზოგან ახლოს,ზოგან შორს.შესაბამისად ზოგან ცხელა და ზაფხულია,ზოგან ცივა და ზამთარია. შემდეგ ვთხოვ კლასს დამისახელონ წელიწადის დროები.(გაზაფხული,ზაფხული,შემოდგომა,ზამთარი.)
და შემდეგ ვასწავლი წელიწადის დროების შესაბამის თვეებს .
მის შემდეგ ვიყენებ კომპიუტერს და პროექტორს და ვაჩვენებ სეზონურ სურათებს და ვთხოვ ამოიცნონ ამინდის მიხედვით წელიწადის რა დროა.
-შემდეგ ვუხსნი ,რომ ჰაერის მოძრაობით და წარმოიქმნება ქარი, რომ ზღვებიდან და ოკეანეებიდან მუდმივად ხდება წყლის აორთქლება და ეს ორთქლი გროვდება ღრუბლების სახით,შემდეგ კი მოდის წვიმის,თოვლის და სეტყვის სახით. 5წთ.
მოსწავლეები მორიგეობით კითხულობენ ტექსტს,ხდება ნახატების დაკვირვება და შინაარსის გადმოცემა(7წთ)
კლასს ვყოფ 4 ჯგუფად და ვავალებ თითოეულ ჯგუფს,კენჭისყრის დახმარებით,დახატონ წელიწადის დროები
ჯგუფები ნამუშევრის დამთავრების შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას. 2-2 წთ=8წთ
გაკვეთილის ბოლოს ხდება მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ გაკვეთილის შეჯამება.